ამ ღილაკზე მას მერე აღარ მიმიტანია მაუსი რაც უცნაური შემთხვევით უეცრად საკმაოდ დიდი პოსტი წამიშალა ბლოგერმა, დრაფტებში ერთი წინადადაებაც კი არ შეუნახავს. გაბრაზებულს და გაცოფებულს ვორდპრესზე აგერ უკვე მესამედ მაფიქრებინა გადასვლა, თუმცა ისევ დროის უქონლობის გამო ეს ამბავი სამომავლოდ გადაიდო. დღეს შობაა, შესაბამისად ახალი წელი უკვე დადგა და მეც რაღაცნაირად ახალი და იმედიანი ვარ... მოკლედ მინდოდა დამეწერა, რას ნიშნავდა 2010 წელი ჩემთვის ... ბევრი რამ არ მახსოვს, მაგრამ ვეცდები ქრონოლოგიური ვიყო... იანვარში დავიწყე მუშაობა
"ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაში" ეს ნიშნავს, რომ როგორც იქნა წამოვედი
ეისითიდან, დღემდე ვმუშაობ გამომცემლობაში, მყავს ძალიან კარგი თანამშრომლები, მათ შორის 2 ისეთი, ვის გარეშეც ცხოვრება უკვე ვეღარ წარმომიდგენია (მგონი ცოტა ხმამაღლა ჟღერს), ჩემი და 3 თვე გერმანიაში იყო და შესაბამისად სახლში ვიყავით მე და დედა, მეტი სივრცე, მშვიდი ნერვები (ქეთო არ გაბრაზდე :D) მე და ალეკო ისევ ერთად ვართ .
გათხოვდნენ ლიკა და შორენა, მყავს 2 არაჩვეულებრივი "სიძე", ჩავაბარე და დროის უქონლობის გამო თავი დავანებე მაგისტრატურას :(
ჩემი განუზომელი მოთმინება/სურვილის წყალობით ახლა სადარბაზოს წინ პატარა, ორკარიანი 1996 წლის 1.4 ძრავიანი. გაურკვეველი ფერის opel corsa cdx დგას და ის ჩემია. მხოლოდ ჩემი ...რა რთულია, როცა ადამიანი ოცნებას ისრულებ და ხვდები, რომ შემდეგი ოცნების ასრულება ბევრად უფრო რთულია, მაგრამ მასზე რომ არ იოცნებო შეუძლებელი.
ბლოგზე ჩემი გაუჩინარების ერთ-ერთი მიზეზი ალბათ ისაა, რომ არ წერო იმაზე რასაც მთელი დღე აკეთებ, ნიშნავს არაფერი წერო, არ წერო იმ ხალხზე (კარგიც და ცუდიც) ვისთანაც უდიდეს დროს ატარებ, ნიშნავს მმმმ აბა სხვა რა უნდა წერო ბლოგზე, რომელიც პირადია და არა თემატური ... ადრე, ძალიან არ მინდოდა ჩემ დას ენახა ბლოგი, სადაც მასზეც ვწერდი, ჩემს დას, რომელიც მეგონა სართოდ არ მიცნობდა, ფეისბუქმა ხომ ადამიანებს შორის საერთოდ ყველა საზღვრები გააქრო და ქეთიმაც მოაგნო აქაურობას ... სამსახურში მომწერა, აქამდე თურმე საერთოდ არ გიცნობდიო, ჩვენს ურთიერთობაში არაფერი შეცვლილა, მაგრამ ვხვდები სულ სხვანაირად მიყურებს და აღმიქვამს ... მგონი უკეთესად :)
წინასაახალწლოდ სამსახურში ერთი სასაცილო ამბავი დამემართა, რაზეც მინდა დავწერო და სულაც არ მეშინია ამას თუ ის ადამიანები წაიკითხავენ ვინც ჩათვლის, რომ ეს არ უნდა დამეწერა, "ბლოგი ჩემია და სწენკას სადაც მინდა იქ დავდგამ" წინასწარ მინდა აღვნიშნო, რომ არც ნაწყენი ვარ და არც გაბრაზებული, ახლა ამაზე უბრალოდ მეცინება.
ახალ წლამდე 1 კვირით ადრე თანამშრომლებმა აკვარიუმიდან ამოვიღეთ ერთმანეთის სახელი და გვარი, მე ამომივიდა ერთ-ერთი რედაქტორი, რომელიც არ არის ფულ თაიმ თანამშრომელი, შესაბამისაც არ ვიცნობ ისე კარგად, რომ მცოდნოდა საახალწლოდ რა ტიპის საჩუქარი გაუხარდებოდა... რა თქმა უნდა ოთახში ვინც ვზივართ ყველამ ვიცოდით ვის ვინ ამოუვიდა და შესაბამისად რჩევებსაც ვეკითხებოდით ვისთვის რა სჯობდა გვეჩუქებინა ...

საბოლოო ჯამში ნათიას ჩემი აზრით ძალიან საყვარელი და სახალისო საჩუქარი გავუკეთე, დიიიიდიი ფუმფულა კურდღელი ჩუსტები, ინდიზაინში ავაწყვე მისალოცი ბარათი, ზედ სანტა კლაუსებით, ზარებით და ა.შ. ბანწიკიც ჩემი ხელით შევქმენი და მივაწებე მისალოცს, ასევე ჩემით შევფუთე და მოკლედ მთელი სული ჩავაქსოვე საჩუქარში. (მუღამი ამ ყველაფრის იყო ის, რომ ნაძვის ხის ქვეშ დალაგებული საჩუქრები საახალწლო ფართიზე თანამშრომლები და ასევე მთარგმნელ-მხატვარ-მწერლების თანდასწრებით უნდა გახსნილიყო) თუმცა ის არ მოვიდა, უბრალოდ არ მოვიდა და საჩუქარი ალბათ ისევ ნაძვის ხის ქვეშ მარტო დევს და პატრონს ელოდება .აი ისიც, ხომ ლამაზია?
30-ში დილიდან დიდ სამზადისში ვიყავი, ყველაფერი მზად უნდა ყოფილიყო საღამოსთვის ... სტუმრები მოვიდნენ, თანამშრომლებიც ფოიეში მოგროვდნენ, მისასალმებელი სიტყვის შემდეგ საჩუქრების გახსნის დროც მოვიდა და რადგან ინდივიდუალურად ნაძვის ხესთან მისვლა დროში იწელებოდა, ყველამ ჩვენ ჩვენი საჩუქრები ავიღეთ და გავხსენით. ჩემთვის განკუთვნილი საჩუქარი ლურჯად შეფუთულ დიდ ყუთში იდო (ფოტოზეც ჩანს) და არ გაინტერესებთ რა იდო არ ყუთში? :D არც მეტი, არც ნაკლები 10 ლარი, რომელიც რა თქმა უნდა არ მივიღე. 10 ლარი იმ მიზეზით, რომ ვერ მოიფიქრა რა ეჩუქებინა. ახალ წელს მაინც ხომ არ არის რთული საჩუქრის არჩევა... ათასნაირი სუვენირებითაა მაღაზიები სავსე... იმ წუთს ძალიან გავბრაზდი, მეწყინა, დავიგრუზე, თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენი ... ხო რაც მთავარია ფული მანქანის გასარეცხად ყოფილა განკუთვნილი. მანქანის, რომელიც წინა დღეს გამირეცხა ალეკომ ... იქ ვეღარ გავჩერდი და მაშინვე წამოვედი ... მანქანაში მთელი გზა ვტიროდი და უაზროდ დავატარებდი ქუჩებში ... ვერაფერს ვხედავდი ... მერე ვინანე, მინდოდა იქ ყოფნა ... თუმცა ისეთი ხასიათით იქ ვერ ვიქნებოდი ... რაღაც ნომინაციებში ვყოფილვარ დასახელებული :D ახლა მეცინება ამაზე, იმ წუთს შოკი მქონდა ძლიერი და გულისწყვეტა, მე ვიცი რა განწყობითაც გავუკეთე საჩუქარი სხვას და სანაცვლოდ 10 ლარი მივიღე ... ვიცი, რომ ბოროტულად არ უქნია და არც ჩემს შეურაცხყოფას ისახავდა ის 10 ლარი მიზნად, გული იმაზე დამწყდა, რომ თავი ფიქრითაც არ შეუწუხებია ...
ისე, ჩემი ქართული მასწავლებელს უფრო ხშირად რომ ეთქვა გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმისო, პოსტიც ალბათ არ გამოვიდოდა ამხელა...
ტუუუტ ლამარა და ნინო მას !!!
P.s. ხო, მართლა ყველას წარმატებულ და ნაყოფიერ წელს გისურვებთ